17-18 მაისს, ვაშინგტონში EPIC immunization costing უმასპინძლებს სამუშაო სემინარს: იმუნიზაციის ღირებულების შესახებ, სახელწოდებით: „რა ვისწავლეთ? რა შეგვიძლია ვაკეთოთ უკეთესად?“. საერთაშორისო ფონდი კურციოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოცაძე და ბიზნესის განვითარების განყოფილების დირექტორი ქეთევან გოგუაძე სემინარის მონაწილეთა შორის არიან.
18 მაისს შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია: მდგრად ინსტიტუციონალურ კავშირებსა და იმუნიზაციის პროგრამის განხორციელების გაუმჯობესების შესახებ, დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი იქნება ფონდი კურაციოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოცაძე.
ღონისძიების შესახებ: EPIC მხარს უჭერს საზოგადოებას, რომელიც აკვირდება იმუნიზაციის პროგრამის ღირებულებას და ფინანსურ დინებებს, ამ ინფორმაციის გამოყენებით კი ცდილობს გააუმჯობესოს პროგრამის მუშაობა და მოიძიოს საჭირო რესურსები.
იმუნიზაციის პროგრამებში მსოფლიო მასშტაბით 300-მდე წევრია ჩართული, 50 სხვადასხვა ორგანიზაციიდან. წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლა და ახალი მიდგომების შემუშავება, შეგროვება საშუალებას იძლევა გამოიყენონ ახალი მიდგომები ვაქცინის მიწოდების გასაუმჯობესებლად.
სემინარი დაფინანსებულია ბილ და მელინდა გეითსების ფონდის ხელშეწყობით და ორგანიზებულია ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ.