5-6 აგვისტოს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტექნიკური დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულიოზის პრევენციის, შემთხვევების გამოვლენისა და მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით“ ფარგლებში გამართა ერთდღიანი ტრენინგი ეპიდემიოლოგებისთვის და ჯანდაცვის მუშაკებისთვის კონტაქტების კვლევის ახალი გაიდლაინის დასანერგად. ტრენინგმა მოიცვა ისეთი საკითხები როგორიცაა:
- ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგია
- ტუბერკულოზის კონტაქტების დეფინიციები
- კონტაქტების კვლევის არსებული პრაქტიკა ეპიდემიოლოგისა და ფტიზიატრი პერსპექტივიდან
- კონტაქტების კვლევის გაიდლაინის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები
- კონტაქტების კვლევის პროტოკოლი.
ტრენინგს დაესწრო თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ეპიდემიოლოგები. სექტემბერში დაგეგმილია იმავე ტრენინგების გამართვა აჭარასა და იმერეთში.







