მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დასრულდა 2024 წელს ჩატარებული მნიშვნელოვანი კვლევა , რომელიც ეხება სექს–მუშაკ ქალებს შორის შიდსთან დაკავშირებული სარისკო ქცევებსა და შიდსისა და სიფილისის გავრცელებას თბილისსა და ბათუმში, საქართველოში.
2002 წელს დაწყებული გამოკითხვების საფუძველზე, კვლევაში გამოვიყენეთ დროისა და ადგილის მიხედვით შერჩევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც 350 სექს–მუშაკი ქალი მოვიწვიეთ – 200 თბილისიდან და 150 ბათუმიდან. ძირითადი მიზნები იყო სექს–მუშაკ ქალებში შიდსისა და სიფილისის გავრცელების დონის გაზომვა და ამ ინფექციებთან დაკავშირებული სარისკო ქცევების შეფასება.
2014 და 2017 წელს ჩვენ ჩავატარეთ სექს–მუშაკ ქალების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ რისკ ჯგუფები მოცემულობა სწრაფად იცვლება, ჩვენ გავიმეორეთ ეს შეფასება, რათა დავრწმუნებულიყავით აღნიშნული პოპულაციის ზომის სიზუსტესა და აქტუალურობაში.
კვლევა განხორციელდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, აივ/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის დაფინანსებით და საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომას მიერ.
ანგარიში მნიშვნელოვან ინფორმირებას უკეთებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივებისა და პოლიტიკის გაუმჯობესებას საკვანძო ჯგუფებისთვის.
ეს ანგარიში მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივებისა და პოლიტიკის გაუმჯობესების და გავლენის მოსახდენად ძირითადი ჯგუფებისათვის.
გთხოვთ, იხილოთ სრულყოფილი ანგარიში აქ: FSW IBBS and PSE report 2024_Georgian
