საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ აქვეყნებს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალ მეჩვიდმეტე ტალღას: “საქართველოში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ფინანსური ტვირთი მოსახლეობისთვის: გამოწვევები და პერსპექტივები“.
ბარომეტრის ეს XVII ტალღა მიზნად ისახავს:
- გამოავლინოს ის ჯანდაცვათი დანახარჯები, რომლებიც იწვევს მოსახლეობის გაღარიბებას;
- აღწეროს, თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით დაფარვას და რა მიღწევები და გამოწვევები არსებობს ამგზაზე?
- შეიმუშაოს რეკომენდაციები მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გასაუმჯობესებლად – ანუ გამაღარიბებელი დანახარჯების ეფექტის შესამცირებლად.
ბარომეტრის მეჩვიდმეტე ტალღა მომზადებულია საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ მიერ კვლევითი პროექტის ფარგლებში: „რატომ იწვევს ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები მოსახლეობის გაღარიბებას, მაშინ როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცვა ქვეყანაში 90%“ შეადგენს?“, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი-ის მიერ.
სრული დოკუმენტი იხილეთ აქ: ბარომეტრი XVII ტალღა.
DOI: 10.13140/RG.2.2.24611.77602