ბარომეტრის მეთხუთმეტე ტალღის შედეგები თემაზე: „სამედიცინო სერვისების ბაზარი საქართველოში: სამედიცინო ბაზრის სტრუქტურული ფაქტორები და მისი შედეგები“.

2022 წლის 12 ივლისს, „საერთაშორისო ფონდმა კურაციომ“ წარადგინა ჯანდაცვის ბარომეტრის მეთხუთმეტე ტალღის შედეგები თემაზე: „სამედიცინო სერვისების ბაზარი საქართველოში: სამედიცინო ბაზრის სტრუქტურული ფაქტორები და მისი შედეგები“. შეხვედრაზე კურაციოს გუნდმა დაინტერესებულ მხარეებს გააცნო კვლევის შედეგები, რომელიც აღწერს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე აღმოცენებულ ვითარებას და მის შესაძლო გამომწვევ მიზეზებს. შეხვედრაზე დამსწრეთა ჩართულობით გაიმართა დისკუსია კონკრეტული მექანიზმების შესახებ, რომელიც ხელსშეუწყობს სამედიცინო სერვისების ბაზარზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და დაეხმარება […]