ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და საერთაშორისო ფონდ კურაციოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ჯანდაცვის პოლიტიკისთვის აქტუალური საკითხების იდენტიფიცირებას, ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცებულებების გამოყენებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას და მდგრადობის ხელშეწყობას, ასევე, სწრაფი მიმოხილვების მეთოდოლოგიის დანერგვას ისახავს მიზნად. მემორანდუმი ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის მიერ ინიცირებული პროექტის სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის […]