დისკუსია ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ

16 დეკემბერს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბრიტანულ-ქართულ პროფესიულ ქსელთან (UGPN) თანამშრომლობით უმასპინძლა სადისკუსიო კლუბს ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებაზე, სახელდობრ, იმაზე თუ როგორ შეიძლება მომსახურების ორგანიზება პირველადი ჯანდაცვის დონეზე საავადმყოფოებში და თავშესაფრებში. დისკუსიები გაიმართა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების […]