CIF-ის ზამთრის სტაჟირების პროგრამა 2025-2026

მასპინძელი ორგანიზაციის შესახებ

კურაციო საერთაშორისო ფონდი (CIF) არის არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების გაძლიერების გზით. CIF-ის საქმიანობა ეფუძნება სამ ძირითად ღირებულებას: საჭიროებების მოსმენა, ადგილობრივ პოტენციალზე დაშენება და ინოვაციური, კონტექსტზე მორგებული გადაწყვეტილებების მიწოდება.

CIF-ის ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებისა და მკვლევრების გუნდი მუშაობს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ჯანდაცვის სისტემების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინფორმირებისთვის.

2010 წელს დაარსების დღიდან, CIF-ის სტაჟირების პროგრამა იქცა გლობალურ ჰაბად, რომელმაც უმასპინძლა 30-ზე მეტ საერთაშორისო სტაჟიორს ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან, როგორიცაა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი (JHU), ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (NYU), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა (LSHTM) და სხვა.

ეს პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შანსს, ჩაერთონ გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის პროექტებში და განავითარონ კვლევითი უნარები. დაიწყეთ ტრანსფორმაციული მოგზაურობა, სადაც თქვენი სტაჟირება არ არის მხოლოდ მორიგი ნაბიჯი — ეს არის პლატფორმა მომავალი გლობალური ჯანდაცვის ლიდერებისთვის.

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას სიღრმისეულად შეისწავლოთ გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის უახლესი პროექტები, დახვეწოთ თქვენი კვლევითი უნარები და ითანამშრომლოთ დარგის წამყვან ექსპერტებთან. სტაჟიორებს ევალებათ წვლილი შეიტანონ სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებაში და შეისწავლონ ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის (HPSR) აქტუალური თემები, მათ შორის ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება, ჯანდაცვის დაფინანსება და ა.შ.

ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებისა და მკვლევრების ქსელს, რათა შეივსოს ნაპრალი არსებულ პრობლემებზე ცოდნასა და მათ გადასაჭრელად საჭირო ქმედებებს შორის. ჩვენი მუშაობა მიზნად ისახავს ჯანდაცვის სისტემების ფუნქციონირებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ადეკვატურობის გაუმჯობესებას. დღეს ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ ეროვნულ და რეგიონულ, არამედ სულ უფრო მეტად საერთაშორისო დონეზე.


2025-2026 წლების ზამთრის სტაჟირების პროგრამა

ზამთრის სტაჟირების პროგრამაზე მიღება ღიაა! მოვიწვევთ სამაგისტრო და სადოქტორო (Ph.D.) პროგრამის სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, რათა განავითარონ კვლევითი უნარები, შეხვდნენ დარგის წამყვან ექსპერტებს და გახდნენ სამეცნიერო ნაშრომების თანაავტორები.

პროექტის დასახელება: არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიისა და დიაბეტის ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური ტვირთი საქართველოში.

პროექტის მიმოხილვა: CIF ატარებს კვლევას საქართველოში არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიისა და დიაბეტის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ ტვირთზე მტკიცებულებათა ბაზის გასაძლიერებლად. ეს ორი არაგადამდები დაავადება (NCD) ქვეყანაში ავადობის, სიკვდილიანობისა და ჯანდაცვის ხარჯების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კვლევის მიზანია მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა და ქრონიკული დაავადებების კონტროლისა და ფინანსური დაცვის გასაუმჯობესებლად სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრა.

პროექტი ფოკუსირებულია ეპიდემიოლოგიური გადაწყვეტილების მოდელის შემუშავებაზე, რათა შეფასდეს დაავადების პროგრესირება, გართულებები და ეკონომიკური შედეგები.

სტაჟირების ფოკუსი: სტაჟირების პროგრამა კონცენტრირებული იქნება ლიტერატურის სტრუქტურირებულ მიმოხილვაზე (სკოუპინგ-მიმოხილვა ან მსგავსი მეთოდოლოგია), რათა მოხდეს არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიისა და დიაბეტის მოდელირებისთვის საჭირო მონაცემების სინთეზი და ექსტრაქცია.

სტაჟიორის როლი: CIF გეგმავს ორი სტაჟიორის ჩართვას: ერთი ფოკუსირებული იქნება ჰიპერტენზიაზე, ხოლო მეორე — დიაბეტზე. სტაჟიორები იმუშავებენ CIF-ის მკვლევრებთან ერთად და წვლილს შეიტანენ:

  • აკადემიურ მონაცემთა ბაზებში (PubMed, Scopus, Web of Science და ა.შ.) ყოვლისმომცველი ძიების ჩატარებაში;

  • სამეცნიერო და „ნაცრისფერი“ ლიტერატურის გადარჩევასა და შეჯამებაში;

  • მონაცემთა ორგანიზებაში სტანდარტულ ცხრილებში;

  • გადაწყვეტილების ხის (decision tree) სტრუქტურის დიზაინსა და პარამეტრიზაციაში დახმარებაში;

  • გუნდურ დისკუსიებსა და მანუსკრიპტების მომზადებაში მონაწილეობაში (თანაავტორობის შესაძლებლობით).

იდეალური კანდიდატის პროფილი: სტაჟირება იდეალურია სტუდენტებისთვის ან ადრეული კარიერის პროფესიონალებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკის ან პოლიტიკის სფეროდან.

მოთხოვნები/უნარები:

  • ლიტერატურის სტრუქტურირებული მიმოხილვის ჩატარების უნარი;

  • ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური ტვირთის კონცეფციების ცოდნა;

  • ძლიერი ანალიტიკური და სინთეზის უნარები;

  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;

  • მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის უნარი.

მხარდაჭერა CIF-ისგან: სტაჟიორები მიიღებენ 500 აშშ დოლარის ოდენობის ჰონორარს/გრანტს. გარდა ამისა, CIF-ის გუნდი დაეხმარება სტაჟიორებს ბინის მოძიებასა და ლოჯისტიკურ საკითხებში. სტაჟირება შესაძლებელია როგორც ადგილზე (თბილისში), ისე დისტანციურად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 14 ნოემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები მისამართზე [email protected]:

  1. ავტობიოგრაფია (CV);

  2. სამოტივაციო წერილი (სასურველი კვლევის თემის მითითებით);

  3. სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტიდან ან დამსაქმებლისგან;

  4. (არასავალდებულო) დამატებითი მასალები, რომლებიც ადასტურებს შესაბამის გამოცდილებას.

ველოდებით თქვენს განაცხადებს! #internshipatCIF