ანგარიში 20 წლიანი მუშაობის შესახებ
საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოამზადა პუბლიკაცია “ჯანადცვის 20 წელი”, იგი აღწერს იმ ძირეული მოვლენების თანმიმდევრობას, რომლებიც სფეროში საბჭოეთის ნგრევიდან დღემდე მიმდინარეობს და ქმნის ჯანდაცვის სფეროს ისტორიას.
მოყვანილი ფაქტობრივი ინფორმაცია ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან გამოცემას, რომელიც თავს უყრის ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და იმ ადამიანების მონათხრობს, რომლებიც ამა თუ იმ ცვლილებების ინიციატორები, განმახორციელებლები ან მოწმენი იყვნენ. თხრობას თან ერთვის დოკუმენტური ფოტომასალა და ინფოგრაფიკები, რაც მკითხველს 20 წლის სურათის წარმოსახვაში დაეხმარება.
ანგარიში 15 წლიანი მუშაობის შესახებ
15 წლის საიუბილეო პუბლიკაცია ასახავს 1994 წლის შემდეგ ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ ძირითად მიღწევებს, ნათელს ჰფენს ფონდის მიერ სფეროს განვითარებაში შეტანილ წვლილს. მასში აგრეთვე ასახულია ფონდის მომავალი გეგმები. გამოქვეყნდა 2009 წლის დეკემბერში.